რეზონანსი
10.02.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 11 თებერვლის სხდომაზე ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომელიც კანონებიდან ტერმინების - "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამოღებას ითვალისწინებს.

საუბარია რვა კანონში შესატან ცვლილებაზე. ეს კანონებია: "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", "სისხლის სამართლის კოდექსი", "შრომის კოდექსი", "საჯარო სამსახურის შესახებ", "მაუწყებლობის შესახებ", "საერთაშორისო დაცვის შესახებ", "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" და "პაციენტის უფლებების შესახებ".

აღნიშნულ კანონებში შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ხდება არსებული ტერმინების: "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამოღება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×