რეზონანსი
10.02.2019

 (რეზონანსი) რუსთავში მკვლელობა მოხდა. ბიძამ ძმისშვილი მოკლა.

 მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული 13 წლის მოზარდია. ბავშვს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც მეზობლების თქმით სასტიკად იყო ნაცემი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

გამოძიება სსკ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×