რეზონანსი
09.02.2019

 ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში ერევნის ციხიდან აიტვირთა. ერევნის უმკაცრესი რეჟიმის ციხეში უკვე ცხრა თვეა, სასჯელს საქართველოს მოქალაქე - ბუბა ლომთათიძე, იხდის. სწორედ მან ატვირთა პირველმა სოციალურ ქსელში ღია კედელზე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის მასალები კურიერს სანდო წყარომ მიაწოდა.

კიბერდანაშაულის დეპარტამენტის გამომძიებელი, შოთა ჯანჯღავა, პატაკში სამინისტროს მაღალჩინოსნებს წერს, რომ ბუბა ლომთათიძეა ადამიანი, ვინც ბესელიას კადრებს ღია სივრცეში ავრცელებს.

პატაკში წერია, რომ ლომთათიძემ ბესელიას ვიდეომასალა გააზიარა, ანუ კადრები სხვისი "ფეისბუქ"  გვერდზე იყო ატვირთული და კადრები მის პირად გვერდზე გადმოიტანა, თუმცა, რეალობა სულ სხვაა. ერევნის ციხის ქართველმა პატიმარმა კადრები 28 იანვარს თავად ატვირთა. ანუ ის იყო ვიდეომასალის გავრცელების წყარო, თუმცა, ეს ფაქტი შს თანამშრომელმა პატაკში არ ასახა.

სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ბუბა ლომთათიძე წერს, რომ ვიდეომასალის გასაჯაროვების მიზეზი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის. ამ აღიარებითი წერილის მიუხედავად, შს სამინსიტროს ბრალი ბუბა ლომთათიძისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.

კანონის თანხმად, განცხადება, სადაც ლომთათიძე ივანიშვილის გვარს ახსენებდა, პოლიციას საქმეში რომ ჩაედო, მაშინ ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე ივანიშვილის დაკითხვაც მოუწევდა.

მოქალაქე სასჯელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის, საკუთარ მეუღლესთან ერთად, ერევნის ციხეში უკვე 9 თვეა, ბრალდებულის სტატუსით იხდის. სომეხი სამართალდამცველები მას 60 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობას ედავებიან.

(კურიერი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×