რეზონანსი
09.02.2019

 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ინსტიტუტი, რომელიც ბევრ სახელოვან პედაგოგს აძლევდა განათლებას, არ უნდა დახურულიყო.

"დღეს როცა ვსაუბრობთ ამდენი პრობლემაა, იგივე კვალიფიკაცია, დახმარება სჭირდება ჩვენს პედაგოგებს, მით უმეტეს, ასეთი ინსტიტუტის გაუქმებით რა უნდა მიგვეღო? ეს იყო ინსტიტუცია, რომელიც მართლა ძალიან ბევრ სახელოვან პედაგოგს ამზადებდა. ეს იგივეა, ფეხბურთელებს სტადიონი აღარ მივცეთ და ფეხბურთის თამაში მოვთხოვოთ", - განაცხადა ბატიაშვილმა "იმედის ეთერში. განათლების მინისტრს არ დაუკოკრეტებია თუ რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×