რეზონანსი
09.02.2019

 საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოში ცნობილი, ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობას ესტუმრა, რომელიც ქართული ხალხური ტრადიციების შესაბამისად, თაფლის, ქვევრის ღვინისა და ლუდის წარმოებას ახორციელებს.

ოტია იოსელიანის (უმცროსის) განცხადებით, ტრადიციული წესით დამზადებული ლუდი და ქვევრის ღვინო დიდი მოწონებით სარგებლობს ტურისტებში და იმერეთის რეგიონს ამ მიმართულებითაც აქვს განვითარების პოტენციალი.

მისი აზრით, კარგი იქნება თუ საოჯახო ლუდის წარმოება აღორძინდება და გაიმიჯნება ქარხნის ლუდის წარმოებისაგან, ეს შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას ტრადიციული საოჯახო ლუდი დაბრენდოს და გასაღების ბაზრები მოიპოვოს.

იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად,  რეგიონების განვითარების მხადაჭერაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×