რეზონანსი
09.02.2019

 (რეზონანსი) გაზეთი „პრაიმტაიმი" ე.წ. აფრასიძეების საქმის ერთ-ერთი მთავარი მომწმის ვლადიმერ მურავიოვის ინტერვიუს აქვეყნებს. მურავიოვი მის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომ აფრასიძეების ოჯახი

მონათმფლობელური წესით ცხოვრობდა, მას მონასავით ექცეოდნენ და ამუშავებდნენ ისე, რომ საჭმელს არ აჭმევდნენ, დღეს უარყოფს.

მისი თქმით, იგი აიძულეს აღნიშნული შინაარსის ჩვენება მიეცა. მურავიოვი საკუთარი წამების დეტალებს იხსენებს, რომელიც ეცერის სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

„იძულებული გამხადეს. ღმერთმა დაიფაროს ყველა, რაც მე გადავიტანე. 8 საათი დენზე ვიყავი შეერთებული. სავარძელზე „სკოჩით" ვიყავი მიბმული და მთელი ღამე მაწამებდნენ. თავსაც იწონებდნენ, - შენნაირები გაგვიტეხიაო? თბილისში რომ მოვყავდით მანქანით, გაჩერდნენ და გადასვლა მიბრძანეს. რომ გადავიდე, ვიცი, მესვრით-მეთქი. მათ კი მიპასუხეს, მადლობა თქვი, რომ აქამდე ცოცხალი ხარ. ბრძანება გვქონდა, ყველა დაგვეხოცაო.

ციხიდან წამიყვანეს. ირაკი ქადაგიძე იყო იქ და ბერდია ხვისტანი. მესამე გვარი არ მახსოვს. იმათ შემაერთეს დენზე 8 საათის განმავლობაში. მკარნახობდნენ, ჩვენებაში რა უნდა მეთქვა. მეუბნებოდნენ, შენთვის ჩვენი გენერალი ღმერთია. თუ იმას იტყვი, რაც მას უნდა, ხვალ თავისუფლებაზე იქნებიო. არ ჰქონდათ ციხიდან გაყვანის უფლება, მაგრამ მაინც გამიყვანეს. იმ საფლავების გათხრას მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავა ხელმძღვანელობდა.

მიტოვებული საფლავი იყო. მაიძულეს, მეთქვა, რომ აქ დამარხეს აფრასიძეებმა ლევან კალაძე. წამების დროს მეუბნებოდნენ, ვინც არ გვიჯერებს, შემთხვევით ვარდება ფანჯრიდანო. იმ დროს კი მეშვიდე სართულზე ვიყავით, ირაკლი ქადაგიძის კაბინეტის წინ", - იხსენებს მურავიოვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×