რეზონანსი
09.02.2019

 (რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევას რუსი სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ თვითმხილველებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია წერს და ავარიის ფოტოს აქვეყნებს.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან მოხდა.

ავარიის მიზეზები უცნობია.

ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მიმდინარე წლის იანვარში ოკუპირებულ აფხაზეთში სამი რუსი სამხედრო დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×