რეზონანსი
09.02.2019

 (რეზონანსი) ოზურგეთში მთვრალი მამაკაცი პოლიციის მთავარ სამმართველოში შეიჭრა, პოლიციელებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ერთ-ერთ მორიგე პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა.

"გურიის მოამბის" ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც ოზურგეთის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის ახლობელია, პოლიციის შენობაში ნასვამ მდგომარეობაში შეიჭრა და სამართალდამცველებს პასუხს იმაზე სთხოვდა, თუ რატომ ავიწროებდნენ "კაი ბიჭებს". სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი მხრიდან იმით დასრულდა, რომ მორიგე პოლიციელს თავში ჩაარტყა.

"გურიის მოამბეს" წყარო უყვება, რომ მთვრალი მამაკაცი შენობაშივე დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში "ზემოდან" განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ გაანთავისუფლეს.

"ჯერ იგინებოდა ჩემს ძმაკაცებს, კაი ბიჭებს ავიწროებთო, მერე მორიგე პოლიციელს თავში კომპიუტერის მონიტორი ჩაარტყა. შენობაშივე დააკავეს და რამდენიმე საათში გამოუშვეს, რადგან მისმა ნათესავმა დეპუტატმა, რომელიც "ოცნების" წევრია, პარტიიდან დაარეკვინა მაჟორიტარს. სულ ბოდიშებით გამოუშვეს ეს კაცი"-ამბობს წყარო.

მომხდართან დაკავშირებით ჩვენ შსს-ს პრესცენტრს დავუკავშირდით და კომენტარს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

წყარო: გურიის მოამბე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×