რეზონანსი
09.02.2019

 (რეზონანსი) "დემოკრატიული მოძრაობის" წევრის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, 2020 წელს არჩევნების გაყალბების მცდელობისთვის ბიძინა ივანიშვილი რევოლუციას მიიღებს.

"ამ კაცს ავიწყდება, რომ ქართველები არიან ამბოხების ხალხი და ეს ხალხი მიადგება მალე. კიდე თუ გააყალბებთ, მე გპირდებით - დაგამხობთ რევოლუციით. მაგ პერიოდისთვის ოპოზიციას თავი ექნება მოყრილი უკვე და ამოგადგებით იქ. გახსოვდეს ბატონო ბიძინა, შენი გულისთვის პოლიცია თოფს კი არა, ქვას არ ესვრის ხალხს. არაფერზე არ დგახარ. არც ჯარია შენ მხარეს და არც პოლიცია", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ "კავკასიის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×