რეზონანსი
09.02.2019

 (რეზონანსი) ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ნიკოლოზ გიგატაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლასა და მის ზიარებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ნიკოლოზ გიგატაძემ დაუდასტურა.

როდის აზიარებს მსჯავრდებულ დეკანოზს მოძღვარი, ჯერ უცნობია.

მისივე თქმით, თბილისში ჩასვლას გიორგი მამალაძის ოჯახთან და თავად მსჯავრდებულთან შეთანხმების შემდეგ აპირებს.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია, გიორგი მამალაძე აზიაროს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×