რეზონანსი
09.02.2019

 (რეზონანსი) ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს, რომ რაც ბოლო დროს ქვეყანაში ხდებოდა და რაც ჯერ კიდევ გრძელდება, დაკავშირებულია გარე მოვლენებთან.

ასტროლოგი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც გამოიწვია სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, აგრესიულობა, ტექნოგენური კატასტროფები, ინფექციური დაავადების განვითარება და ა.შ.

"ამ ყველაფერმა გამოიწვია დედამიწის უარყოფითი გეომანტია, რომელიც იმ პერიოდში შეიქმნა როცა გეომანტია იძაბება, ის ყოველთვის ქმნის სხვადასხვა სახის დაძაბულობას, ტექნოგენურ კატასტროფებს, ინფექციურ დაავადების განვითარებას, ამ დროს რადიკალურად სუსტდება ადამიანის იმუნიტეტი, ამიტომ ინფექციების ალბათობა ტრადიციულად მატულობს, ამას დაემატა პლანეტა მარსის შესვლა ვერძის ყველაზე აგრესიულ ზოდიაქოს ნიშანში, აქ მოხდა მისი შეერთება მოულოდნელობების მმართველ პლანეტასთან", - ამბობს ცაგარელი "პრაიმ ტაიმთან".

ცაგარელის თქმით, სირთულეები ჯერ კიდევ არის და სიფრთხილე საჭიროა.

"სიტუაცია 14 თებერვლიდან დამშვიდდება, დაძაბული ასპექტები უფრო შემცირდება. მარსი გადადის უფრო მშვიდ, სტაბილურ კუროს ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ ყველაფერი თანდათან დალაგდება,"- დასძენს ასტროლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×