(რეზონანსი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს.
უფრო კონკტერულად დაკავებულია: ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის 3, ინდოეთის რესპუბლიკის 3 და იემენის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.