რეზონანსი
09.02.2019

 (რეზონანსი) კასპში 63 წლის კაცი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანი ბიჭის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა.

მეზობლების ინფორმაციით, 11 წლის ბავშვი სახლში მიდიოდა, როდესაც კაცმა ძალის გამოყენებით წაიყვანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვმა თავის დაღწევა თავადვე შეძლო და მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო.

„პატარა ბავშვი სკოლიდან, რომ მოდიოდა, დაუჭერია და მიათრევდა სახლში. ბავშვი ასე ყვება, რომ ძალით მიმათრევდაო", - ამბობს მეზობელი "კურიერთან".

რაც შეეხება დაკავებულის მეუღლეს, მისი თქმით, მას ინფორმაცია აქვს, რომ მისი მეუღლე ქურდობის გამო დააკავეს.

ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×