რეზონანსი
09.02.2019

 (რეზონანსი) ჩემი ძმის ცოცხლად გამოშვება არ სურთ, ნეტავ რა იცის ისეთი, რომ მისი დასამარება უნდათ?!, - ამის შესახებ განცხადებას პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აკეთებს.

"მეხუთე დილა კარავში. მთელი ღამე წვიმდა. ცელოფანი არ მაქვს გადაფარებული და ვლოცულობდი, რომ კარავში წყალს არ შემოეღწია. არ შემოაღწია, მადლობა უფალს! გუშინწინ პატრიარქი, რომ დაბრუნდა იმედი მქონდა რაიმე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, მაგრამ შევცდი. მათი იგნორი და საპატრიარქოს ის განცხადება სულ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ჩემი ძმის ცოცხლად გამოშვება არ სურთ. ხვალ ორი წელი სრულდება, რაც მამაო საპყრობილეში ჩააგდეს. ნეტავ რა იცის ისეთი, რომ მისი დასამარება უნდათ?!", - წერს ფეისბუქზე თორნიკე მამალაძე.

თორნიკე მამალაძე უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას მართავს და კარავში ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×