რეზონანსი
09.02.2019

 (რეზონანსი) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 94 წლის მოხუცი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს სახლი დამწვარი დახვდათ.

ხანდაზმული ხუთიკო გოგოხია ახლობლების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში მარტო იმყოფებოდა. შემთხვევა დილით მოხდა.

"დღეს დილით შემოვიდა შეტყობინება, 6 საათზე, სახანძრო მანქანები გავიდნენ როგორც ჯვარიდან, ასევე ზუგდიდიდან, თუმცა ადგილზე მისვლამდე სახლი უკვე დამწვარი იყო. ეზოში 2 სახლი იდგა, ერთი იყო ხის და სწორედ ამ ხის სახლში გაჩნდა ხანძარი", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის უფროსმა გოჩა მურღულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×