(რეზონანსი) ანტვერპენის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარე ბანკ "პარიბას" ძარცვის ბრალდებით დაკავებული საქართველო მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებით გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ.
ერთ-ერთი დაკავებული 27 წლის ახალგაზრდა ციხეში დღეს რამდენიმესაათიანი თავისუფლების შემდეგ დააბრუნეს. მოსამართლის გადაწყვეტილების მიუხედავად პროკურატურამ ეჭვმიტანილისთვის თავიდან მოითხოვა ორკვირიანი პატიმრობა და ის ციხეში დატოვეს.
დაკავებული ქართველის ახლობელი ამბობს, რომ თავადაც მომხდარზე მედიიდან გაიგეს. ბადრი ფეტელავას ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომხდართან კავშირს უარყოფს.
„ეს ამბავი გავიგე პრესით, ძალიან გაოცებული და გაოგნებული ვიყავი. ვერ წარმოვიდგენდი და არც არის დასაჯერებელია რომ ამ ბიჭს შეეძლო გვირაბები ეთხარა და ბანკები ეძარცვა. ოჯახი არის შოკირებული. ოჯახმაც ესე იცის რომ ის არაფერ შუაშის და ფაქტიურად ეს დამტკიცდა კიდევაც. იმიტომ, რომ მოსამართლე ესეთ გადაწყვეტილებას თუ რაღაცა საეჭვოა არასდროს არ მიიღებს. როდესაც პროკურატურას არაფერი არ აქვს ხელმოსაჭიდი, აქ კოჭლამაზაშვილები მოსამართლეებად არ მუშაობენ. არანაირ დამნაშავედ ის თავს არ ცნობს," - განაცხადა ბადრი ფეტელავამ.
შეგახსენებთ, 3 თებერვალს, დღისით, ანტვერპენში, ბელგიის უდიდესი ბანკის BNP Paribas Fortis-ის სიგნალიზაცია ჩაირთო. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ნახეს, რომ შემტვრევით ბანკში შესვლის კვალი არ ჩანდა. ბანკის თანამშრომელთა მოსვლის და საცავების დათვალიერების დროს იატაკში ხვრელი შენიშნეს, რომელიც 4 მეტრის შემდეგ ქალაქის ცენტრალური კანალიზაციის მილამდე აღწევდა.