რეზონანსი
09.02.2019

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო 3 დღის განმავლობაშ მოსალდნელია ბარში წვიმა, ხოლო მთაში თოვლი, დაიკლებს ტემპერატურაც. 9 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

10-11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ქ. თბილისში 9 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს. 10-11 თებარვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

3 დღის მანძილზე მთელ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×