რეზონანსი
09.02.2019

 უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები წითელათი დაავადდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია სააგენტო „უკრინფორმზე“ დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, წითელა თანამშრომლებს სავარაუდოდ დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლისგან გადაედოთ. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ წითელათი დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა არა მხოლოდ მათ უწყებაში, არამედ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის უწყებაში წითელათი დაავადების შემთხვევების გამო, თანამშრომლების ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღეს. სტეფანიშინას თქმით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ყველა უწყებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

უკრაინული მედიის ცნობით, იანვარში ქვეყანაში წითელას 15 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×