რეზონანსი
09.02.2019

 გორში 13-მა საბავშვო ბაღმა მუშაობა შეაჩერა. "ნიუპოსტის" კორესპონდნეტის ცნობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა ბავშვების მიღებაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ბაღების შენობების ნაწილში გაზი ჟონავდა, ან საფრთხე არსებობდა ამის. ბაღების სააგენტოს დირექტორის, ლია კოვზიშვილის განცხადებით, ეს არის პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიება და ამ მხრივ საგანგაშო ვითარება არც ერთ ბაღში არ დაფიქისრებულა. კოვზიშვილი ასევე ამბობს, რომ სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, სამუშაოები ბაღებში უკვე მიმდინარეობს და ბავშვები სააღმზრდელო დაწესებულებებს უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან.

გორში სულ 20 ბაღია, აქედან 7-ში სააღმზრდელო პროცესი გრძელელდება. "საქგორგაზი" საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმებას მას შემდეგ ახორციელებს, რაც ქვეყანაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, რამდენიმე ტრაგედია დატრიალდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×