რეზონანსი
09.02.2019

 ოთხი შვილის დედა თეა დარჩია. ის 30 წლის განმავლობაში ცეკვავდა "სუხიშვილების" ანსამბლში. უფროს ქალიშვილთან ერთადაც იდგა სცენაზე. ცოტამ თუ იცის, რომ თეა ერთხანს კარატეთი იყო გატაცებული­ და შავი ქამრის მფლობელიც გახდა. ცნობილია, რომ "სუხიშვილების" ფუძემდებელი ნინო რამიშვილი მაინც და მაინც დიდი სიხარულით არ ხვდებოდა მოცეკვავე გოგონების გათხოვებას. აი, რას იხსენებს "კვირის პალიტრასთან" თეა დარჩია:

"ქალბქტონი ნინო კარგა ხანს ვერ ინელებდა. "შას ტი პაპრავიშსია! პოტერიაეშ ფორმუ! რა გეჩქარებოდა!" ისე, მართალი იყო. თუმცა, პირველი და მეორე მშობიარობიდან 40 დღეში უკვე სარეპეტიციო დარბაზში ვიდექი და 55 კილოგრამს ვიწონიდი.

19 წლის გავთხოვდი, 20 წლისას მარიამი მყავდა. წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის დედა იქნებიო, სიცილით მოვკვდებოდი. ანსამბლში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ელგუჯა­ მათიაშვილი და უკვე 27 წელია ერთად ვართ. მარიამი ჩემთან სტუდიაში ცეკვავდა და 14 წლის ასაკში გამომიცხადა, "სუხიშვილებში" შემიყვანეო. ისე მოინდომა, რომ დასძლია პროგრამა. 1 წლის შემდეგ ნინომ და ილიკომ ჩასვეს ანსამბლში.

ბევრი კარგი რამ ვნახე ცხოვრებაში. თითქმის ყველა ამქვეყნიური სიკეთე გამოვცადე და ერთ დღეს მივხვდი, რომ დავიღალე. 38 წლის ასაკიდან ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. ყველაფერი თავისთავად მოხდა. აღდგომის წინა დღეები იყო, გასტროლიდან ჩამოვედით. ჩემი ოჯახი ტაძარში მიდიოდა, მე წამოვწექი, დავისვენებ-მეთქი. ჩემმა მეორე შვილმა, მირიანმა მკითხა, დედა, შენ ღმერთი არ გწამსო? შევცბი, როგორ არა-მეთქი. თუ ასეა, რატომ არ მოდიხარ ჩვენთან ერთად ეკლესიაშიო? ავდექი და წავყევი. იმ დღიდან დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება" - განუცხადა "კვირის პალიტრას" თეა დარჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×