ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა 2018 წელს, უძრავ ქონებაში 1 მილიონი ლარი დააბანდა. გასულ წელს კანონმდებელმა და მისი ოჯახის წევრებმა 382 000 დოლარის ღირებულების ქონება შეიძინეს - რამდენიმე ბინა და მიწის ნაკვეთი.
პარლამენტის წევრის ბოლო დეკლარაციის თანახმად, მის ოჯახში, მის გარდა, 5 წევრია მშობლები, მეუღლე და 2 შვილი.
ოჯახის მფლობელობაშია სხვადასხვა წლებში შეძენილი 9 მიწის ნაკვეთი, მათი ნაწილი თანამფლობელობაშია, ნაწილი ფაქტობრივ მფლობელობაში, ასევე თანამფლობელობაშია 1 არასაცხოვრებელი ფართი. მის გარდა ოჯახი კიდევ 2 ფართს, ასევე 1 ბინა და 2 საცხოვრებელი სახლს ფლობს.
პარლამენტის წევრის წლიური სახელფასო შემოსავალი 56 835 ლარია. მისი მამის ("ჯეოინჟინერინგის" ამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გაზის და ნავთობისს კორპორაციის საბჭოს წევრი) - 82 818 ლარი, ასევე შპს "ჯეოინჟინერინგიდან" მიღებული 106 184 ლარი. მისი მეუღლის შემოსავალი 109 140 ლარია, რომელიც „ნიტა ფროქიურმენტ გრუპში“ (დირექტორი), „მთის ფარმასა“ (დირექტორი) და "ქ ენდ ქ" კონსალტინგში (მარკეტინგის მენეჯერი) გამოიმუშავა.