რეზონანსი
08.02.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საკუთარ პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თებერვლის ბოლომდე მიიღებს.

როგორც ბესელიამ განაცხადა, გადაწყვეტილება რაციონალური, ცივი გონებით მიღებული უნდა იყოს და არა ემოციებზე აგებული.

„გადაწვეტილება არ იქნება პირად სურვილებზე ან ემოციებზე აგებული. გადაწყვეტილებას იმის მიხედვით არ მივიღებ, ეკა ბესელიას რა მჭირდება და ჩემთვის უკეთესი რა იქნებოდა. ზუსტად ვიცი, რომ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ, საქმისთვის რა იქნება საჭირო და რა იქნება უკეთესი სხვებისთვის. ისეთი ეტაპი დამიდგა, როცა ფასეულობების გამო ემოციური და პოლიტიკური ჭიდილი ხდება", - განაცხადა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×