რეზონანსი
08.02.2019

 (რეზონანსი) თურქი ბიზნესმენის ბურაკ კარაბაკის სახლში მძარცველი შეიჭრა და 500 ათასი ნაღდი ფული, საათები და ძვირფასი ქვები მოიპარა. ინფორმაციას "kvira.ge" ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა ადგილიდან მიმალვა მოახერხა, თუმცა სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შემოწმების შემდეგ, მისი დაკავება შეძლეს.

როგორც მედია თურქ სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, დაკავებული საქართველოს მოქალაქე რაულ თურმანიძე აღმოჩნდა.

შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. ბიზნესმენს სახლში დაბრუნებისას სეიფის კარი ღია დახვდა. პოლიციამ დაცვის კამერების შემოწმება დაიწყო და დამნაშავის იდენტიფიცირება მალევე შეძლო.

მძარცველი საქართველოს მოქალაქე, რაულ თურმანიძე აღმოჩნდა, როგორც ირკვევა, ის სხვა კრიმინალურ დანაშაულებებთანაც იყო დაკავშირებული. გასულ ზაფხულს თურმანიძე ასევე ძარცვისთვის, სამ თანამზრახველთან ერთად დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×