რეზონანსი
08.02.2019

 ბელგიის სასამართლომ ანტვერპენში ბანკის ფილიალის ძარცვის საქმეზე დაკავებული 27 წლის ქართველის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პროკურატურას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ბელგიის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი კობა მ. პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა, თუმცა როგორც დაკავებულის ადვოკატმა საჰილ მალიკმა განაცხადა, ბრალდების მხარემ ძარცვაში მისი მონაწილეობის დამადასტურებული საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.  

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მედიის მიერ საქმის აქტიური გაშუქებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დაირღვა. ანტვერპენის პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბანკის ძარცვაში სხვა ეჭვმიტანილებს. როგორც ბელგიური მედია წერს, სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში ასევე დააკავეს კობა. მ-ს მამა და მეგობარი.

ბანკ „ბი-ენ-პი პარიბასის“ ფილიალის საცავში მძარცველებმა შეღწევა ორი მიწისქვეშა გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეძლეს. პოლიციელებს 30-მდე სადეპოზიტო ყუთი ცარიელი დახვდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×