რეზონანსი
08.02.2019

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

10-11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ქ. თბილისში 9 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს. 10-11 თებარვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×