რეზონანსი
08.02.2019

 (რეზონსნი) უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში „აიდი" (ID) ბარათებით გამგზავრებას მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქში ავრცელებს.

„2019 წლის 1-ელ მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება „აიდი" ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

უკრაინამ და საქართველომ ორივე ქვეყანაში „აიდი" ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში გააფორმეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×