რეზონანსი
08.02.2019

 (რეზონანსი) დეპუტატი ნუკრი ქანთარია „ბავშვებისთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით, ოქროს ატესტატის შემოღების" ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ქანთარიას თქმით, ოქროს ატესტატის მქონე მოსწავლეს საშუალება უნდა ჰქონდეს, ნებისმიერ უნივერსიტეტში უფასოდ ჩააბაროს.

„ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. ახლაც არის ეს ოქროს მედალი, მაგრამ ეს არაფერში აღარ არის, მე მგონი. იქნებ ოქროს ატესტატზე ვიფიქროთ. ეს იქნება სწავლების მთელი პროცესი, რომ ბავშვმა ოლიმპიადაშიც მიიღო მონაწილეობა, ყველგან თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება ექნება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ გააგრძელოს სწავლა," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×