რეზონანსი
08.02.2019

 (რეზონანსი) ბაკურიანში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "აიპიენი" ავრცელებს.

"გორმედის" ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, 30 წლის ქალი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

„პაციენტი შემოსულია შემდეგი დაზიანებებით: ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სისხლჩაქცევა მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქელში, მკერდის დახურული ტრავმა ფილტვების დაჟეჟილობით, მუცლის დახურული ტრავმა, მცირე მენჯის მოტეხილობა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა მარცხნივ დიდი ზომის რეტროპერიტონიალური სისხლჩაქცევით, თავის ტვინის მძიმე შეშუპება. ჩაუტარდა ორმხრივი დეკომპრესიული ტრეპანაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე", - განაცხადა "გორმედის" ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×