რეზონანსი
08.02.2019

 (რეზონანსი) სანამ რესურსი არსებობს, მეტი ხალხი უნდა გადმოიყვანო შენს ჭკუაზე, შიგნით უნდა იმუშაო - ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრის დავით ჭიჭინაძე აკეთებს.

მისი თქმით, „ოცნების" დაშლა გარდაუვალია, რადგან გუნდში საერთო ღირებულებები აღარ არსებობს.

„უბრალოდ იმდენად განსხვავებულია ღირებულებები, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. მე პარტიიდან გამრიცხეს, უმრავლესობიდან და ფრაქციიდან არა და არ მგონია, დამფუძნებლების ასე გარიცხვა ადვილი იყოს. შეიძლება თებერვალი დასჭირდეს მთლიანად, პროცედურა არის. საერთოდ ვთვლი, რომ სანამ რესურსი არსებობს შიგნით, რომ მეტი ხალხი გადმოიყვანო შენს ჭკუაზე ამ კანონთან დაკავშირებით, შიგნით უნდა იმუშავო, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. გაბუტვას და წამოსვლას ყოველთვის მოასწრებ," - ამბობს დავით ჭიჭინაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×