რეზონანსი
08.02.2019

 (რეზონანსი) „ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მეთაურობით აშშ-საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება და ამას საქართველოს ყველა მოქალაქე გრძნობს. მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ", - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძემ თეთრ სახლში, სადაც ის ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის გახსნას დაესწრო.

ხელმოწერის ცერემონიაზე ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.

„მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ვუთხრა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს, რომ ისინი ადამიანების ცხოვრებას მსოფლიოს გარშემო უკეთესობისკენ ცვლიან. მე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტიორი ვარ. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ქონდათ, მაგრამ ჩემთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა გადამელახა ეს გამოწვევა. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ. ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით. პროექტები, რომელსაც საქართველოში აკეთებთ ნამდვილად მასშტაბურია. ქალებს აქვთ მომავალი და მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომელსაც არ შეუძლია მოვიდეს და ეს პირადად გითხრათ. აშშ-ს პროექტებში მონაწილეთა სახელით მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

აშშ-ს პრეზიდენტმა საუბრის ბოლოს ნინო ზამბახიძეს, მისი სიტყვებითსვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×