რეზონანსი
08.02.2019

 (რეზონანსი) ბათუმში, 70 წლამდე პაციენტი სავარაუდოდ ე.წ. "ღორის გრიპით" გარდაიცვალა. მამაკაცი კლინიკა "მედინაში" რამდენიმე დღის წინ, სწორედ გრიპის ვირუსით მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.

ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, ჰქონდა თუ არა ადგილი H1N1 ვირუსით გარდაცვალების ფაქტს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეს ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. ის გრიპის ვირუსითა და პნევმონიით რამდენიმე დღე მკურნალობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×