რეზონანსი
08.02.2019

 (რეზონანსი) მომღერალი ჯაბა ბოჯგუა, 10 წელია უგონო მდგომარეობაში იმყოფება. წლების წინ, მომღერალს, თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება დაუდგინეს. მისი მდგომარეობა, ამ დრომდე კრიტიკულია.

მომღერალ ჯაბა ბიჯგუას დედა, მანანა გვასალია, იმ დღეს იხსენებს, როცა მისი შვილი, კომატოზურ მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს და სოციალურ ქსელში, პოსტს ავრცელებს:

"8 თებერვლის დილა იყო მაშინაც 10 წლის წლის წინ.10 წელია ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლე შენს გამო მინდა. 10 წელია ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას. 10 წელია მინდა შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო. 10 წელია შენს გულს ვდარაჯობ. 10 წელია შენ ხარ გათენება ჩემი. მიყვარხარ დედი. შენით ვარსებობ და შენით ვსუნთქავ. შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ", - წერს მანანა გვასალია.

დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ დედის, მანანა გვასალიას საბანკო ანგარიშზე.

"თიბისი ბანკი" - TBC BANK; საბანკო ანგარიში - GE26TB7447145061600017 მიმღები - მანანა გვასალია (დედა) ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ დავეხმაროთ ჯაბა ბოჯგუას 0901 700 039 პირადი ნომერი: +995 599 40 00 13 მანანა გვასალია - ჯაბას დედა.

ათი წლის წინ, პატიმრობაში მყოფი მომღერალი, გულის მწვავე ტკივილებით, ციხის რესპუბლიურ საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯაბას, თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება დაუდგინეს, მისი მდგომარეობა, კრიტიკული იყო. ოჯახმა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჯაბა, სახლში გადაიყვანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×