რეზონანსი
08.02.2019

 (რეზონანსი) პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წევრ გედევან ფოფხაძეს შესთავაზა, რომ თუკი მას მმართველი გუნდიდან გარიცხვის ფორმით წასვლა სურს, გარიცხავენ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, 6 თებერვალს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილმა ფოფხაძეს მიმართა, რომ თუკი "ქართული ოცნებიდან" გასვლა უნდა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით გავიდეს, თუკი გუნდში დარჩენა სურს - დარჩეს, ხოლო თუკი გარიცხვა უნდა - გარიცხავენ.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ფოფხაძეს შესთავაზა, რომ ამ სამ ვარიანტს შორის არჩევანი თავად გააკეთოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადება რამდენჯერმე გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×