რეზონანსი
08.02.2019

 დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იგეგმება ფონდის დაფუძნება, რომელიც ახალი ოჯახების გაძლიერებას მოემსახურება.

"მალე დაფუძნდება ახლა ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად, იქნებიან აგენტები და შეყვარებულებს აღრიცხვაზე აიყვანენ", - განაცხადა კვიციანმა

მისი თქმით, იქნებიან აგენტები, რომლებიც შეყვარებლებს აღრიცხავენ, მათ ვინც სიდუხჭირის გამო ოჯახს ვერ ქმნის.

"აღირცხვაზე აიყვანენ შეყვარებულებს და მოხდება მათი დახმარება. ისინი დაწერენ განცხადებას ფონდის სახელზე, რომ გთხოვთ დახმარებას და ფონდი დაეხმარება" - განაცხადა კვიციანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×