რეზონანსი
07.02.2019

 არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის დამფუძნებელი, გივი კორინთელის განცხადებით, პრობლემაა ის, რომ საბანკო რეგულაციების დაწესება საკმაოდ სწრაფად მოხდა, რის შედეგადაც მევახშეები  გააქტურდნენ და მომსახურების ტარიფები გაზარდეს. 

„არავინ  დავობს იმაზე, რომ საბანკო რეგულაციები ადრე თუ გვიან მისაღები იყო, თუმცა, ეს ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო. აუცილებელი იყო სხვა ბიზნესების აზრების გათვალისწინება, მათი რისკების შესწავლა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერ ამას ვიღაც გადაახტა და ასე ხისტად მიიღო რეგულაციები“, - აღნიშნავს კორინთელი, რომლის აზრითაც, მოსამზადებლად  გონივრული ვადა დაახლოებით 2 წელი იქნებოდა.

„მიზანი მიღწეულია - ყველა ფულის არხის მოსპობა და ამ არხების ტოტალური მართვა. მისოების დემონიზაცია და ბაზრიდან გახვეტვა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ძალიან მალე აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. ახლა ებრძოლეთ მევახშეებს ნოტარიუსებთან ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას. მევახშეების და მიწისქვეშეთის დრო დადგა“, - აღნიშნავს კორინთელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×