რეზონანსი
07.02.2019

 (რეზონანსი) ვაღიარებ, მოტყუებით გადავეცი ვითომ ნარკოტიკი, - ამის შესახებ კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულმა ქეთი მურუსიძემ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

"ვაღიარებ პირველ სამ შემთხვევას და ბოლო ორ შემთხვევაშიც მოტყუებით გადავეცი ვითომ ნარკოტიკი. ფაქტია, რომ შეცვალა. მე ნარკოტიკი არ მიმიცია, იგივე აბები იყო, რაც პირველ სამ შემთხვევაში", - აღნიშნა მან.

ქეთი მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მოსამართლემ მურისიძე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა- შენახვასა და რეალიზციაში დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება თაღლითობის ეპიზოდებს, მოსამართლემ მას ეს მუხლი თაღლითობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×