რეზონანსი
07.02.2019

 (რეზონანსი) თბილისში, 50 წლამდე კაცმა 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე სექსუალურად იძალადა. მოზარდმა დაშინების მიუხედავად, დედას ძალადობის შესახებ უამბო. ამის შესახებ ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

მოზარდის დედამ "ქრონიკას" მოუყვა, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, მოძალადის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

სავარაუდო მოძალადე და არასრულწლოვნის ოჯახი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ერთ კორპუსში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და სამართალდამცველებმა კაცი უკვე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიება სექსუალური ხასიათის იძულებითი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: "იმედი ნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×