რეზონანსი
07.02.2019

 (რეზონანსი) ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე სამი ავტომობი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები და სახანძრო-სამაშველო სამსახური.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს და ორი პირი მსუბუქადაა დაშავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×