რეზონანსი
07.02.2019

 (რეზონანსი) გორის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა მასწავლებელი სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მშობელმა პედაგოგს ფიზიკური შეურაცხყფა მას შემდეგ მიაყენა, რაც გაიგო, რომ მისი შვილი მასწავლებელმა გაკვეთილზე სცემა.

"მას შემდეგ, რაც მშობელმა გაიგო, რომ მასწავლებელმა მისი შვილი გაკვეთილზე სცემა, სკოლაში მოვიდა. პედაგოგსა და მას შორის ფიზიკური დაპისრიპირებაც ამ ამბავს მოჰყვა", - უთხრეს რადიო "მოზაიკას".

არსებული ინფორმაციით, სკოლის მანდატურმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მან განყოფილებაში ჯერ მასწავლებელი წაიყვანა, მოგვიანებით კი ფაქტზე მშობელიც გამოკითხა.

სამმართველოს განყოფილებაში, გამოკითხვაზე ყოფნისას, ფიზიკური დაპირისპირება უარყვეს და თქვეს, რომ მათ შორის ადგილი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×