(რეზონანსი) კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთ-ერთი დაკავებულის, ქეთი მურუსიძის დედა, თეონა ტყაბლაძე ამბობს, რომ საკონტროლო შესყიდვისას ამოღებულ ნარკოტიკზე ქეთი მურუსიძის დნმ არ ამოსულა.
მისი თქმით, დანაშაულს, თაღლითობის ნაწილში დაკავების დღიდან აღიარებს.
"ბევრი მტკიცებულება არის იმისა, რომ მას ნარკოტიკების რეალიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. მან მოცილების მიზნით აგენტ-პროვოკატორს გაციების წამალი, "ფლუკოლდი" მისცა. ნივთმტკიცება ნარკოტიკით აგენტ-პროვოკატორმა შეცვალა თუ არა, არ ვიცი. საკონტროლო შესყიდვისას ამოღებულ ნარკოტიკზე, რომელიც აგენტ-პროვიკატორმა პროკურატურას მიაწოდა,
ექსპერტიზის შედეგად, ქეთის დნმ არ ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქეთის ამ ნაწილში ბრალი არ მიუძღვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს სასამართლოსი", - განაცხადა ტყაბლაძემ.