რეზონანსი
07.02.2019

 (რეზონანსი) სანადიროდ წასულ 50 წლის მამაკაცს, რომელიც 8 იანვარს დაიკარგა, ამ დრომდე ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო ღონისძიებები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.

სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ, კრიმინალურ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად.სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დაკარგული მონადირე ზესტაფონის მკვიდრი ა.რუხაძეა. იგი აბაშის რაიონ სოფელ კეთილარში ცხოვრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×