რეზონანსი
07.02.2019

 (რეზონანსი) "ჩვენი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები მუდმივ რეჟიმში არიან ექსპერიმენტის მონაწილეებად, რადგან მინისტრები ხშირად იცვლებიან", - ამის შესახებ განცხადებას დეპუტატი ნატო ჩხეიძე აკეთებს.

მან განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, რომელიც დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, რამდენიმე კითხვით მიმართა.

"გამოცდების გაუქმების უეცარი ცვლილების გამო შეშფოთებულმა მშობლებმა ისიც კი მომწერეს, გვიშველეთ რამე, ბავშვებმა წიგნები დახიეს და დწვესო მომეტებული სიხარულისაგანო.

თქვენს მოხსენებაში ბრძანეთ, რომ ტექნიკურ მიმართულებაში არ არის საჭირო ჰუმანიტარული გამოცდების ჩაბარება, ეს ნიშნავს იმას, რომ ტექნიკურ მიმართულებებზე არ უნდა ჩააბარონ ქართული? რაც ნამდვილად არ იქნება კარგი და სწორი.

მეორე: ჰუმანიტარულ მიმართულებებზე ისტორიის ჩაბარებისას აპირებთ თუ არა ისტორიის სახელმძღვანელოების გადახალისებას, რადგან აშკარად შეინიშნება ისტორიის გაყალბების და ფალაიფიცირების გარკვეული ეპიზოდები შესაბამისი დროების მმართველი პოლიტიკური ძალის შეხედულებების შესაბამისად.

და მესამე, როცა ბრძანებთ პედაგოგთა ხელფასებია გაზედაზე, ეს ეხება მხოლოდ სკოლის პედაგოგებს თუ უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებს და მეცნიერებსაც?" - აღნიშნა დეპუტატმა ჩხეიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×