რეზონანსი
07.02.2019

 (რეზონანსი) „ზვიად გამსახურდიამ თბილისის ომი დაიწყო" - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა და გიორგი შენგელაიას მხარდამჭერმა, პეტრე მამრაძემ ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა. პეტრე მამრაძის თქმით, თენგიზ სიგუა ზვიად გამსახურდიაზე აღმატებული პიროვნება იყო.

„ჩვენ გვახსოვს რა ხდებოდა. პუჩი და თბილისის ომი დაიწყო პირადად ზვიად გამსახურდიამ. ზვიად გამსახურდიამ ერთადერთმა მთელს საბჭოთა სივრცეში, შეასრულა რუსი ჩეკისტების ბრძანება აგვისტოს თვეში, 1992 წელს 19 აგვისტოს და გამოსცა ბრძანება და დაშალა ქართული გვარდია, რის გამოც ქართული გვარდია გავიდა თბილისიდან და დაბანაკდა კასპში. თენგიზ სიგუა ზვიად გამსახურდიაზე მეტია". - განაცხადა პეტრე მამრაძემ

 

"რეპორტიორი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×