რეზონანსი
07.02.2019

 (რეზონანსი) სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დილიდან განაახლეს სამუშაოები. ისინი ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარს შორის სავარაუდოდ რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურას ამონტაჟებენ. ამ დროისთვის ადგილზე 6 რუსი ოკუპანტი იმყოფება. მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და ბეტონით მოპირკეთება

ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მათ თავიანთ ბაღებთან მისვლის საშუალება აღარ ექნებათ.

სამუშაოები სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, ხურვალეთთან გუშინ დაიწყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×