რეზონანსი
07.02.2019

 21 წლის ახალწვეულის, ელჯან ეფენდიევის მამა ამბობს, რომ მისი შვილი კრწანისის საწვრთნელ ცენტრში სცემეს.

"ჩემი შვილი სამი დღეა რაც კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მსახურობს. რაც შეეხება საავადმყოფოში ჩხუბს. ის კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ თვითონ დამიკავშირდა. მითხრა რომ სხვა ოთახში გაიყვანეს და რამდენიმე პირმა სცემა. დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. სანამ ეს დაპირისპირება მოხდებოდა, სერჟანტს შევხვდი, მან მითხრა, რომ ჩემს შვილს მიხედავდნენ", - აცხადებს ებვრუს ეფენდიევი.

ფიზიკურ დაპირისპირებას გამორიცხავენ თავადაცვის უწყებაში.

"ერთი ახალწვეული ემოციურ ფონზე რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს. მას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება“, - ამბობენ იზორიას უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×