რეზონანსი
07.02.2019

 "ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. კობახიძემ გადაცემა რეაქციაში მოსამართლეებზე საუბრისას თქვა, რომ "ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს".

"გუშინ მოსამართლეები ცუდად იქცეოდნენ, დღეს კარგად იქცევიან" -  ეს ფრაზა ... ჰუმანურობა და მიმტევებლობა მე არ მესწავლება, სულ ადვოკატი ვიყავი და სულ დამცველი, მაგრამ ამ ლოგიკით, რა გამოვა? მიშა სააკაშვილიც გვეტყვის ახლა - "მე კარგი ბიჭი გავხდები" და მივიღოთ? მოდით, ამ ლოგიკით ყველასთვის გავხსნათ კარი და ყველა მივიღოთ. მე მგონია, რომ კეისარს კეისრისა და ყველას თავისი როლი და ადგილი უნდა ჰქონდეს, მე არ ვამბობ, რომ შური ვიძიოთ, მე არ ვამბობ, რომ რევანშისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ სამართლიანობა, აბა, რაღაა?" - აღნიშნა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×