რეზონანსი
07.02.2019

 პოლონეთში მოკლული, საქართველოს მოქალაქის გ. ბოჭორიშვილის სავარაუდო მკვლელი ქართველია. როგორც "პრაიმტაიმს" გარდაცვლილის მეუღლემ თეა კვარაცხელიამ, განუცხადა ეჭვმიტანილი თერჯოლის რაიონის მკვიდრია.

"ისინი სასტუმროში ერთად ცხოვრობდნენ. შელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამი ღამით მიეპარა და მოკლა", - ამბობს მოკლულის მეუღლე.

გ. ბოჭორიშვილი ამ დროისთვის პოლონეთის პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლონეთში საქართველოს საელჩო.

ვარშავაში მოკლული ქართველის გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×