რეზონანსი
06.02.2019

"ტვ პირველის" კითხვაზე - თუკი მოსამართლეთა  სიაში მოხვდა რომელიმე ოდიოზური ან სადაო ბიოგრაფიის მქონე მოსამართლის გვარი, თქვენ რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეს წინასწარ გაქვთ მოფიქრებული? – დეპუტატი პასუხობს:

“მხარს რომ არ დავუჭერ, ეს ძალიან მკაფიო და ნათელია. გააჩნია რაზე გვაქვს საუბარი და რა ტიპის პრობლემაზე. შეიძლება საერთოდ ჩემი თავიც ვეღარ დავინახო ასე ვთქვათ პოლიტიკურ ველში, ასეთ შემთხვევაში. ბუნებრივია, არ მინდა მძიმე განცხადებების გაკეთება, მაგრამ მე ამაზე არ ვსაუბრობ. ჩემთვის ეს არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ შედეგი მივიღოთ ჯანსაღი და ნორმალური. იმ პირობებში როდესაც უმძიმესი პროცესი გვაქვს გასავლელი. ისედაც ემოციური ხალხი ვართ და ისედაც ემოციურად განვიხილავთ ყველა საკითხს. ახლა გვჭირდება სუპერრაციონალური, ცივი გონებით ნაბიჯების გადადგმა. პარლამენტმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა ნება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×