რეზონანსი
06.02.2019

 ლოტკინის დასახლებაში ახალგაზრდა კაცის სასტიკად ცემის ფაქტზე პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. მომხდარის დეტალებზე  სამართალდამცველები და  დაზარალებულის ახლობლები ვერ  საუბრობენ.

მამუკა გოგინაშვილი ამ დრომდე კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაშია. ცნობილი ხდება, რომ შემთხვევის შემდეგ დაკარგულია მისი ტელეფონი. ოჯახი იმედოვნებს, რომ ამ ტელეფონის საშუალებით მაინც გახდება შესაძლებელი თავდამსხმელის ადგილმდებარეობის დადგენა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ  მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. მამუკა გოგინაშვილი უგონო მდგომარეობაში მეზობელმა გუშინწინ იპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×