რეზონანსი
06.02.2019

 გერმანიის ქალაქ ბედბურგში აზერბაიჯანელმა მიგრანტმა მეზობელი იმის გამო დაჭრა, რომ იგი ხმამაღალი სექსით იყო დაკავებული.

როგორც გერმანული გამოცემები წერენ, კელნის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტზე განიხილება. 42 წლის აზერბაიჯანელმა მიგრანტმა მამედოვმა, მეზობლის სახლიდან გამოსული ხმამაღალი ეროტიკული ხმების გამო, დაძინება ვერ შეძლო.

როგორც ირკვევა, მამედოვი მეზობელს ოთახში შეუვარდა და ტახტზე მჯდომ მამაკაცს სამი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გერმანელი თავის მეგობარ გოგოსთან ერთად ოთახიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მას მამედოვი გაეკიდა და მოკვლით დაემუქრა. დაზარალებული მამაკაცი საავადმყოფოში მძიმე ჭრილობით გადაიყვანეს.

„ეს საბედისწერო დღე იყო ჩემი კლიენტისთვის. ის ნასვამი იყო და ნახა შიშველი მამაკაცი, რომელიც მის მეზობელ ქალთან შევიდა, მას არ სურდა დაზარალებულის მოკვლა“, – განაცხადა მამედოვის ადვოკატმა, მარიო გეენიჩმა.

(digest.pia)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×